სასარგებლო ინფორმაცია

მოცემულ ბმულზე იხილეთ ელექტრონული რესურსი, რომელიც დაეხმარება სერთიფიცირებულ პედაგოგებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ 2011 წელს ჩააბარონ გამოცდა ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში. Outlook 2007 კონფიგურაცია გისურვებთ წარმატებებს!

ტრენინგ-კურსის პრეზენტაცია

როგორ დაიგეგმა ჩვენი ტრენინგები :)

Smartboard, ანუ ინტერაქტიური დაფა

ICT-ი ყველასთვის:)

ტრენინგი ფონიჭალაში :)

მოგესალმებით თითოეულს!

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს და შემდგომი წარმატებები გისურვოთ!


პატივისცემით,

თეა შავერდაშვილი

საიდან სადაო?! ... - ანუ, ვინ არიან ბლოგის სტუმრები

9/22/2009

გაკვეთილის დაგეგმვა


კვლავ გრძელდება მეორე დონის ტრენინგ-კურსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში სასწავლო პროცესში.
დღეს, 2009 წლის 22 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე "გაკვეთილის დაგეგმვა".

გუშინდელი ტრენინგის მონაწილეების მსგავსად, დღევანდელმა მონაწილეებმაც იმსჯელეს სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, მაგალითად რა ძირითადი საფეხურებისგან შედგება გაკვეთილის ორგანიზების პროცესი, რა არის გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი, როგორ უნდა შეიქმნას ცნების რუკა VUE პროგრამაში, რა არის ვენის დიაგრამა, T სქემა.

ჯგუფებში მუშაობის შედეგად მათ მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე "ინტერნეტი", რაც გულისხმობდა ფურცელზე გამოესახათ მათ მიერ წარმოდგენილი კავშირები ინტერნეტის საშუალებით.
ამ დავალებას ისინი ინდივიდუალურად შეასრულებენ პროგრამაში VUE.

მასწავლებელთა ორივე ჯგუფი დიდი მონდომებით მონაწილეობს ტრენინგებში, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს.
გთავაზობთ ტრენინგის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას.

video

0 კომენტარი:

Post a Comment