ტრენინგკურსის პრეზენტაცია
10/20/2009
ტრენინგები დასრულდა
წარმატებით დასრულდა მე-2 დონის ტრენინგ-კურსი ინფორმაციულ-საკომუნკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
ბოლო 2 მოდული დაეთმო ბლოგის და საიტის დამზადებას და LeMill-ზე მუშაობას.
ტრენინგში მონაწილე მასწავლებლების მიერ დამზადებული ბლოგები და მათ მიერ LeMill-ზე ატვირთული მასალები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "მასწავლებლების ბლოგები".
ტრენინგები კვლავ გაგრძელდება, რისთვისაც მოხდება ახალი მონაწილეების შერჩევა.
მადლობას ვუხდი ამ ტრენინგის მონაწილე თითოეულ მასწავლებელს:
გალინა დემენტიევას
გურანდა ჭკადუას
გვანცა მგალობლიშვილს
ანა ცხვარიაშვილს
ნინო მაჭარაშვილს
თამუნა პოპიაშვილს
ნატალი სოხაძეს
ნანა მერკვილაძეს
ელისო ნადირაძეს
მაკა სეფიაშვილს
შორენა კუკულავას
თეო დალაქიშვილს
თინიკო ბაქრაძეს
ნინო გურულს
ვიქტორია აბრამიანს
გაიანე არუთინოვას
თამუნა ბეკოშვილს
თამუნა ზედელაშვილს.
განსაკუთრებული მადლობა ტრენინგების მასპინძელი სკოლის, თბილისის N114 სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს ქ-ნ ელისო ნადირაძეს და ინფორმაციულ მენეჯერს ნინოს გაწეული ტექნიკური დახმარებისა და ყურადღებისთვის.
თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ტრენინგის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
იხილეთ ტრენინგის ამსახველი ვიდეო მასალა.
10/11/2009
ტრენინგები კვლავ გრძელდება
წარმატებით გრძელდება მეორე დონის ტრენინგ-კურსი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.
დასრულდა ორი მოდული და ამჟამად მასწავლებლები მუშაობენ მესამე მოდულზე, რომლის თემაა თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა-ორგანიზება.
ამ ხნის მანძილზე საპრეზენტაციო პროგრამის გარდა მასწავლებლებმა ასევე იმუშავეს ელექტრონული ცხრილებისა და დიაგრამების აგებაზე LINUX-ის საოფისე პროგრამებში: Open Office.org Word Processor-სა და Open Office.org Spreadsheet-ში.
გთავაზობთ ტრენინგების ამსახველ ფოტომასალას.

Subscribe to:
Posts (Atom)